პროექტის სახელი:
დავითი და თამარი.
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ,კერძოთ მათ ევალებათ და სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით შეაგროვონ ფოტო/ვიდეო მასალა, ლექსები და მოთხრობები მათ შესახებ, შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად: ბიჭები ინფორმაციას მოიძიებენ დავით აღმაშენებელზე, ხოლო გოგოები თამარ მეფეზე. ისინი იკვლევენ , თუ როდის მოღვაწეობადა თითოეული მეფე, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, რამდენი წელი მართავდა საქართველოს, რა გააკეთა და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა თითოეულს, რა ნათესაური კავშირი ჰქონდათ თამარსა და დავითს ერთმანეთთან, ასევე აღნიშნულ მასალას თან უნდა დაურთონ ფოტო/ვიდეო მასალა , ლექსები და მოთხრობები.
ამასთან ერთად მოსწავლეები სკოლაში ჩაატარებენ გამოკითხვას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კერძოთ:
რომელი მეფე მოგწონთ და რატომ?
1.დავით აღმაშენებელი
2.თამარ მეფე
აღნიშნული გამოკითვიდან გამარჯვებული მეფის გუნდს გადაეცემა ამ პროექტის სახელობის ჯილდო, რომელიც დაწესებული იქნება მოწინააღმდეგე გუნდის მიერ.
მონაწილეთა ასაკი:
9-10
ვადები დახანგძლივობა:
სამი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მასალების მოძიება ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით, ფოთოალბლომის შექმნა, პრეზენტაციის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნეს:
ფოტოალბომი, პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისთვის:
პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ მეფეებზე და შეითყობენ ბევრ რამსეს რაც მათვის უცნობი იყო.
სამუშაო ენა:
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ მყავს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული- საკომუნიკაციო უნარების განვითარება (წერის,კითხვის, მოსმენის და საუბრის)სხვადასხვა საშვალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი...) სასარგებო ჩვევების ჩამოყალიბება.
ისტორია-შეისწავლიან ორივე მეფის წარსულს, მათ ღვაწლს სამშობლოს წინაშე და ა.შ.
პროექტის ფასილიტატორი:
ანნა რამიშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
ramishviliana61@gmail.ge
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
пятница, 16 октября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)